ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ შვეიცარიელ კოლეგებს უმასპინძლა

11 მაისი 2018

11 მაისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა შვეიცარიის კონფედერაციდან დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში იურისტების გარდა შედიოდნენ ეკონომისტები, მშენებლები, ბიზნეს წრეების და სხვა პროფესიების წარმომადგენლები.

 
დელეგაციის წევრები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობით, სრუქტურული მოწყობით, რეფორმებით, საერთაშორისო ურთიერთობებით, საქართველოში საინვესტიციო გარემოთი და მართლმსაჯულების რეფორმებით დაინტერესდნენ.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჟენევის იურისტთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის დაწყებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი